გავრცელებული უცხოური სიტყვები და გამოთქმები 1

Georgian language
1.0x

გავრცელებული უცხოური სიტყვები და გამოთქმები 1

Created 3 years ago

Duration 0:07:00
lesson view count 453
Select the file type you wish to download
Slide Content
  1. გავრცელებული უცხოური სიტყვები და გამოთქმები

    Slide 1 - გავრცელებული უცხოური სიტყვები და გამოთქმები

    • ავტორი:
    • რუსუდან გონაშვილი
  2. ავგიასის თავლა

    Slide 2 - ავგიასის თავლა

    • წლობით დაგროვებული სიბინძურე, უსუფთაობა, რომელიც უნდა გაიწმინდოს
    • საბერძნეთის მეფეს ავგიასს თავისი თავლა უყურადღებოდ ჰქონდა მიტოვებული. გმირ ჰერაკლეს დაეკისრა ამ საშინლად გაბინძურებული თავლის გაწმენდა. ჰერაკლემ მართლაც გაწმინდა ეს თავლა. მან მდინარე გაიყვანა თავლაზე და ტალღებმა გადარეცხეს სიბინძურე.
  3. აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული

    Slide 3 - აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული

    • ამ გამოთქმას ხმარობენ მაშინ, როცა რამეს დიდხანს ეძებენ და იპოვიან
    • პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II ნადირობისას მისმა ძაღლმა სიკვდილს გადაარჩინა. მეფეს ის ძალიან უყვარდა და სიკვდილის შემდეგ ბაღში დამარხა და ძეგლი აუგო. ერთხელ მეფის სასახლე დაიწვა და ძაღლის ძეგლიც დაიკარგა. დიდხანს ეძებეს ძაღლის საფლავი, მაგრამ ბოლოს მხოლოდ მისი თავი იპოვეს. „აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხულიო“, - უთქვამთ თურმე ამის გამო. შემდეგ ეს გამოთქმა საყოველთაოდ გავრცელდა.
  4. ალფა და ომეგა

    Slide 4 - ალფა და ომეგა

    • ყოველი საქმის თავი და ბოლო
    • ალფა ბერძნული ანბანის პირველი ასოა, ომეგა - ბოლო. ძველი ბერძნული ლიტერატურის გავლენით ამ ასოებმა ასეთი ქარაგმული მნიშვნელობა შეიძინეს.
  5. ანტიმონია

    Slide 5 - ანტიმონია

    • XV საუკუნეში საფრანგეთში ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა შენიშნა, რომ სტიბიუმი ღორებს ასუქებს. წინამძღვარმა მოინდომა ბერებზე გაესინჯა სტიბიუმის მოქმედება და აჭამა იგი ბერებს. ბერები დაიხოცნენ. ამიტომ სტიბიუმს „ბერების საწინააღმდეგო“ უწოდეს, ანუ ფრანგულად „ანტიმუან“. მუანი ფრანგულად ბერს ეწოდება.
    • ამის შემდეგ მეცნიერებს შორის დიდხანს გრძელდებოდა უაზრო კამათი სტიბიუმის თვისებების შესახებ.
  6. აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა

    Slide 6 - აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა

    • გამოთქმა ეკუთვნის ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსსა და მეცნიერს გოტფრიდ-ვილჰელმ ლეიბნიცს (1646-1716).
  7. ბალამის ვირი

    Slide 7 - ბალამის ვირი

    • ჩუმი, მორჩილი ადამიანი, რომელიც მოულოდნელად განაცხადებს პროტესტს და ხმას ამოიღებს
    • ბიბლიის მიხედვით, ერთხელ ებრაელები მოაბის ქვეყანას დაესხნენ თავს. მოაბელთა მეფემ სთხოვა წინასწარმეტყველ ბალამს, დასწყევლე ებრაელები და გაიქცევიანო. გასამრჯელოდ დიდძალ ოქროს დაჰპირდა. ოქრომ შეაცდინა ბალამი, შეჯდა ვირზე და ებრაელთა დასაწყევლად გაემართა. ღმერთს არ უნდოდა მოაბელთა გამარჯვება და ანგელოზს უბრძანა, ბალამი არ გაეშვა. ანგელოზმა ბალამის ვირს გზა გადაუჭრა. ვირი გაჩერდა. ბალამმა სცემა ვირს ერთხელ, მეორეჯერ, მაგრამ ვირი ფეხს არ სძრავდა. მესამეჯერ რომ სცემა, ვირმა ხმა ამოიღო: რად მცემ, ვერა ხედავ, ანგელოზი არ მიშვებსო.
  8. ბატებმა რომი იხსნეს

    Slide 8 - ბატებმა რომი იხსნეს

    • გამოთქმას ირონიულად ხმარობენ ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც იკვეხნის თავისი წინაპრების ან სხვათა დამსახურებით, თვითონ მას კი არაფერი მოეპოვება სასიქადულო
    • ძვ.წ. 390 წელს გალების ლაშქარმა რომი დაიპყრო. არსებობს გადმოცემა, რომ რომაელ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა კაპიტოლიუმს (რომში: ერთ-ერთი გორაკი, რომელზედაც აშენებულია სასახლეები, მუზეუმები და სხვ. ძველად ამ გორაკზე მოთავსებული იყო იუპიტერის, მინერვას და იუნონას ტაძარი, შემდეგში თვით ამ ტაძარს ეწოდა კაპიტოლიუმი) შეაფარა თავი. რადგან კაპიტოლიუმის იერიშით აღება გალებმა ვერ შეძლეს, ალყა შემოარტყეს მას.
    • „ერთ ღამეს გალების რაზმმა ფრთხილად იწყო ასვლა კაპიტოლიუმის ციცაბო ფერდობზე. გალები ისე ჩუმად მიიწევდნენ, რომ ვერავინ გაიგო მათი ასვლა. ერთმა გალმა სულ მაღლაც კი მოახერხა ასვლა, მაგრამ ამ დროს საშინელი ყიყინი ასტეხეს ბატებმა, რომლებიც ქალღმერთ იუნონას სადიდებლად იყვნენ შეწირულნი და ამიტომ კაპიტოლიუმის ტაძარში ჰყავდათ. მძინარე რომაელები წამოცვივდნენ და უფსკრულში გადაყარეს გალების მთელი რაზმი. აქედან წარმოსდგა თქმა: „ბატებმა რომი იხსნესო“ (ძველი მსოფლიოს ისტორია, გვ. 197-198).
  9. ბოიკოტი

    Slide 9 - ბოიკოტი

    • ბოიკოტი - ეს სიტყვა ნიშნავს პირის შეკვრას ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ
    • სიტყვა „ბოიკოტი“ წარმოდგება გვარისაგან და პირველად ირლანდიაში იხმარეს. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების კაპიტანი ჩარლზ კანინჰემ ბოიკოტი (1832-1897) ირალნდიის ერთ-ერთი საგრაფოს - მაიოს - განაგებდა. 1880 წელს ეცოტავა ირლანდიელი ფერმერების მიერ შემოძლეული მიწის საიჯარო თანხა და მეტი მოითხოვა. ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ პირი შეკრა კაპიტნის წინააღმდეგ, მას მსახურებიც ჩამოშორდნენ, ხალხმა ნათესები გადაუთელა, რაც ებადა, ყველაფერი გაუნადგურა და გარესამყაროსაგან რომ მოეწყვიტა, მისთვის გაგზავნილ წერილებსაც აკავებდა. მხოლოდ სამხედრო ძალით შეძლეს ინგლისელებმა ბოიკოტის განთავისუფლება.
    • ირლანდიელები ამ ხერხს სხვების მიმართაც იყენებდნენ და ასეთ ქმედებას ბოიკოტი შეერქვა, რომელიც შემდეგ ზოგადი მნიშვნელობის სიტყვად იქცა.
  10. დამოკლეს ხმალი

    Slide 10 - დამოკლეს ხმალი

    • იხმარება მუდმივი საფრთხის აღსანიშნავად
    • დამოკლე იყო სირაკუზელი მეფე დიონისოს (ძვ.წ. IVს.) მეგობარი. იგი მეტად მლიქვნელი და მაამებელი გახლდათ და დიონისოს ხშირად ეუბნებოდა: შენ ყველაზე ბედნიერი კაცი ხარო. დიონისოს კი ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა.
    • ერთხელ მეფემ დამოკლე სადილზე თავის ადგილას დასვა, ხოლო წინასწარ ჭერზე ხმალი ჩამოჰკიდა იქ, სადაც დამოკლე იჯდა. ხმალი ცხენის ძუაზე ეკიდა. დამოკლე ბედნიერად გრძნობდა თავს, ვიდრე არ შეამჩნია ხმალი, რომელიც შეიძლებოდა ყოველ წუთს ჩამოვარდნილიყო. დამოკლე მიხვდა, რომ ადამიანი, რომელსაც მუდმივი საფრთხე ემუქრებოდა, ბედნიერი ვერ იქნებოდა.
  11. „დეუს ექს მახინა“

    Slide 11 - „დეუს ექს მახინა“

    • მოულოდნელი, ხელოვნური დაბრკოლება რაიმე მოვლენისა, საქმისა
    • ასეთ დაბრკოლებას ლოგიკური კავშირი არა აქვს მოვლენის განვითარებასთან.
    • ანტიკურ დრამაში, უკანასკნელ მოქმედებაში, გამოჩნდებოდა რომელიმე ღვთაება და გადაწყვეტდა პიესაში წამოყენებულ საკითხს ან გმირთა ბედ-იღბალს.
  12. დრაკონის კანონი/დრაკონული კანონი 

    Slide 12 - დრაკონის კანონი/დრაკონული კანონი 

    • მეტისმეტად მკაცრი კანონი
    • დრაკონი იყო ათენის პირველი კანონმდებელი, კანონების შემქმნელი (ძვ. წ. VIIს.). მან მეტისმეტად მკაცრი კანონები დააწესა. მაგალითად, მისი კანონით, ბოსტანში მწვანილის მოპარვისათვის ქურდი სიკვდილით ისჯებოდა.
  13. ეკივოკი

    Slide 13 - ეკივოკი

    • ორაზროვანი სიტყვა
    • ლათინურად ისეთ სიტყვას ნიშნავს, რომელსაც ორი აზრი აქვს. მე შენ ეკივოკებით ნუ მელაპარაკებიო, იტყვიან ხოლმე.
  14. ვანდალი; თითით საჩვენებელი

    Slide 14 - ვანდალი; თითით საჩვენებელი

    • ვანდალი - განათლების მტერი, ტლანქი, უმეცარი
    • ვანდალები ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნეში დაეცნენ რომს, დაარბიეს ქალაქი და გაანადგურეს ხელოვნების უძვირფასესი ძეგლები. მათი სახელი იქცა სინონიმად კულტურის მტრისა.
    • თითით საჩვენებელი - სამაგალითო, საუკეთესო ადამიანი
    • ჰორაციუსი იტყოდა, მე რომ ქუჩაში მივდივარ, გამვლელ-გამომვლელნი ჩემზე თითით უჩვენებენო. ჰორაციუსი რომაელი პოეტია, ცხოვრობდა I საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
    • არის ცნობა, რომ თითით ჩვენებას თავისი წესი ჰქონდა. ასე, მაგალითად, შუა-თითით ჩვენება აგდება იყო კაცისა, სალოკი თითით კი - პატივისცემა. ჰორაციუსი გულისხმობს სალოკ თითს.
  15. იცოცხლეთ!

    Slide 15 - იცოცხლეთ!

    • კაცი რომ ცხვირს დააცემინებს, ეტყვიან: „იცოცხლეთ!“
    • ეს ჩვეულება ძველად გავრცელებული იყო ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, საბერძნეთში, რომში და სხვაგან.
    • ლეგენდის მიხედვით, პრომეთემ თიხისაგან გააკეთა კაცის ქანდაკება და შთაბერა ნაწილი იმ ცეცხლისა, რომელიც ზევსს მოსტაცა. ქანდაკებამ ცხვირი დააცემინა და გაცოცხლდა. პრომეთემ უთხრა: „იცოცხლე!“ ამის შემდეგ ადამიანებიც წარმოთქვამდნენ ამ სიტყვას ცხვირის დაცემინებისას, როგორც დალოცვას.
    • ერთი გადმოცემით, საფრანგეთსა და შვეიცარიაში XV საუკუნეში გავრცელებული იყო ერთგვარი ავადმყოფობა, რომელმაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შეამჩნიეს, რომ თუ ვინმე ცხვირს დააცემინებდა, არ კვდებოდა. ამიტომ ამბობდნენ ცხვირის დაცემინებისას „იცოცხლეო!“
  16. რაც მაქვს, თან დამაქვს

    Slide 16 - რაც მაქვს, თან დამაქვს

    • რაც მაქვს, თან დამაქვს - ბერძენი ფილოსოფოსის ბაიასის სიტყვებია
    • ძვ.წ. VI საუკუნეში სპარსელები დაეცნენ საბერძნეთს და მრავალი ქალაქი ააოხრეს. ერთ-ერთი ქალაქიდან ყველანი გაიქცნენ თავიანთი ავლადიდებით, ბაიასი კი ცარიელი გავიდა ქალაქიდან. როცა მას ჰკითხეს, რატომ არაფერი მიგაქვსო, უპასუხა: „რაც მაქვს, თან დამაქვსო“.
    • აზრი ის არის, რომ ფულისა და სიმდიდრის შოვნაც შეიძლება და დაკარგვაც, ხოლო ცოდნა და ჭკუა მათზე ძვირფასია და არ დაეკარგება ადამიანს.