ტროპი

ტროპის სახეები

Georgian language
1.0x

ტროპი

Created 2 years ago

Duration 0:00:00
lesson view count 8325
ტროპის სახეები
Select the file type you wish to download
Slide Content
  1. 3/29/2015

    Slide 1 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ქართული ენა
    • 11 კლასი
    • რესურსის ავტორია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
    • რუსუდან გონაშვილი
  2. Slide 2

    • ენის მხატვრულ -
    • გამომსახველობითი საშუალება
    • ტროპი
  3. 3/29/2015

    Slide 3 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ტროპი
    • ტროპი -
    • ტროპი (ბერძნ. tropos) – გადატანითი მნიშვნელობით
    • ნახმარი ყველა სიტყვა, ფრაზა, გამოთქმა, წინადადება.
    • ბერძნული განსაზღვრების თანახმად მხატვრული ეფექტის მომხდენი ფიგურა, შექმნილი მნიშვნელობის გადატანით, როცა ყურადღება გადაგვაქვს ნახსენებიდან ნაგულისხმევზე ანუ ის ერთ მოვლენაზე მიგვითითებს და მეორეს გულისხმობს.
    • ყველაზე მეტად გავრცელებულია ტროპის შემდეგი სახეობები:
    • ალეგორია, ჰიპერბოლა , ირონია, ლიტოტესი , მეტაფორა, მეტონიმია,
    • გაპიროვნება, პერიფრაზა , სინეკდოქე , შედარება, ეპითეტი.
  4. 3/29/2015

    Slide 4 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ჰიპერბოლა
    • ჰიპერბოლა (ბერძნ. hiperbole _ გადამეტება, გადაჭარბება). ადამიანის, მისი ქცევა-მოქმედების ან რომელიმე თვისების, აგრეთვე საგნისა ან მოვლენის გადაჭარბებულად წარმოდგენა, მხატვრული გაზვიადება. მხატვრული გადმოცემის ჰიპერბოლური ხასიათი დამახასიათებელია საგმირო ეპოსებისათვის. ჰიპერბოლა უყვარს ხალხურ პოეტურ შემოქმედებას. მაგალითად: „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, 
    • იქით გორასა ძვრას ვუზამ…“ (ხალხური)
  5. 3/29/2015

    Slide 5 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ირონია
    • ირონია (ბერძნ. eironeia _ მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა), თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი გადაკვრით ნათქვამი. ირონიისთვის დამახასიათებელია დამცინავის თავშეკავებულობა, სიმშვიდე, სერიოზული ტონი, გარეგნულად გამოხატული პატივისცემა.
    • იმისათვის, რომ მივხვდეთ ირონიის ხარისხს ნაწარმოებში, ხშირად აუცილებელია მკითხველი იყოს გარკვეული ავტორის პიროვნებასა და მის შემოქმედებით პოზიციაში -კარგად ესმოდეს მისი სათქმელი.
  6. 3/29/2015

    Slide 6 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ირონია
    • ზეპირმეტყველებაში ირონიის გამოხატვის მძლავრი საშულებაა ინტონაცია; მაგალითად, საქებარი სიტყვების ირონიული ინტონაციით წარმოთქმა მათ მოჩვენებით ხასიათს ანიჭებს. ირონია შეიძლება იყოს მსუბუქი და მწვავე. ბოროტ, მწვავე ირონიას სარკაზმი ეწოდება. ირონიის რეალიზაცია ხდება პარადოქსის, გროტესკის, ჰიპერბოლის საშუალებით. ირონიას უახლოვდება პაროდია.
  7. 3/29/2015

    Slide 7 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • გროტეკსი
    • გროტესკი
    • -ზღვარსგადაცილებული გაზვიადება,
    • რომელიც მხატვრულ სახეს ფანტასტიკურ ხასიათს აძლევს
    • სტილი, როცა უსაზღვრო კარიკატურულ გაზვიადებაზე, ურთიერთგამომრიცხავ კონტრასტებზე, პარადოქსებზე აგებული ფანტაზიით დეფორმირებულია სინამდვილე. იგი განსხვავდება ალეგორიისგან, რომელშიც ზუსტად და რაციონალურად შერჩეულია შემცვლელი. ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი?!” არის გროტესკის მაგალითი
  8. 3/29/2015

    Slide 8 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ლიტოტესი
    • ლიტოტესი
    • - საგნის ან მოვლენის განსაზღვრა მისი საპირისპირო ცნების უარყოფით,
    • „თუმცა მე სამხიარულო არა მჭირდა-რა,
    • მაგრამ მეც გამეცინა“ (ი. ჭავჭავაძე);
    • შებრუნებული ჰიპერბოლა; სტილისტიკური ხერხი; საგნის ან მოვლენის შემცირებულად წარმოსახვა, რაც სიტყვასიტყვით არ გაიგება
    • „სუტკნეინა ისე მოიკუნტა, ისე მოიკუნტა,
    • რომ მუშტის ოდენა გახდა“.
  9. 3/29/2015

    Slide 9 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • მეტაფორა
    • მეტაფორა
    • - ფარული შედარება
    • მეტაფორა არის საგანთა ან მოვლენათა აღმნიშვნელი რომელიღაც კლასის ნიშან-თვისებათა გადატანა სხვა კლასის საგნებსა და მოვლენებზე. საგნებსა და მოვლენებს მიწერილი აქვთ ისეთი თვისება, რომელიც მათ არ ახასიათებთ, მაგრამ პოეტურად დასაშვებია
    • არისტოტელე ამბობდა:
    • თუ სათქმელი შედგება მეტაფორებისაგან,
    • იგი გამოცანაა“
    • (ბერძნ. metaphora _ გადატანა) ტროპის ძირითადი,
    • ყველაზე რთული სახე, მხატვრული გამოსახვის
    • სტილისტიკური ხერხი და მეტყველების მექანიზმია; .
    • მეტაფორა
    • უბრალო მეტაფორა:
    • მზე ამოვიდა, წვიმა სახურავზე აკაკუნებს
    • მხატვრული მეტაფორა:
    • “ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა”
  10. 3/29/2015

    Slide 10 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი.
    • მეტონიმია -
    • მეტონიმია
    • ერთი სიტყვის შენაცვლება მასთან ლოგიკურად დაკავშირებული სიტყვით
    • (ბერძნ. metonimia _ გადარქმევა, სახელის შეცვლა)
    • „ენამოკლე _ მეტოქეა ენაგრძელისა (თ. სახოკია).
    • „თერგდალეულები ჩვენს ლიტერატურას შემოეჭრნენ,
    • როგორც ნამდვილი რევოლუციონერები და თამამად ეკვეთნენ იმ კერებს, რომელთაც მათი მამები თაყვანს სცემდნენ. მამებმა, რასაკვირველია, იუკადრისეს შვილების ასეთი კადნიერება და გაჩაღდა ბრძოლა“
    • (ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია, გვ. 284).
  11. 3/29/2015

    Slide 11 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი.
    • გაპიროვნება -
    • გაპიროვნება
    • - მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანურება. უსულო საგანი გაპიროვნებაში წარმოდგენილია როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს. განსხვავდება მეტაფორისაგან იმით, რომ მეტაფორაში ყველა თვისების გადატანა შეიძლება ერთი საგნიდან მეორეზე, გაპიროვნებაში კი გადატანილია მხოლოდ ადამიანური თვისებები.
    • „დღემ მოიხურა პირბადე,
    • მთებმა დახუჭეს თვალები...“
    • პერსონიფიკაცია (<ლათ. persona _ სახე, პიროვნება და facere _ კეთება)
  12. 3/29/2015

    Slide 12 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი.
    • პერიფრაზი (ან პერიფრაზა) -
    • პერიფრაზი
    • პაროდიისაგან იმით განსხვავდება, რომ ცნობილი ავტორის სტილი და ნაწარმოების ფორმა გამოყენებულია სხვა ობიექტის გასაკილავად. .
    • (ბერძნ. periphrasis _ ხელახალი თხრობა)
    • ცნობილი ნაწარმოების ანალოგიური ფორმის შექმნა, ჩვეულებრივ, იუმორისტული ან სატირული მიზნით.
    • „დრამატურღი არა ჰქვია, ვინც დრამა თხზა მონაჭორი,
    • თავი ყოლა ნუ ჰგონია დრამატურღთა კარგთა სწორი,
    • განაღა სთქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
    • მაგრამ იტყვის „ჩემი ჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი“
    • („კვალი“, 1894, N. 11).
  13. 3/29/2015

    Slide 13 - 3/29/2015

    • რუსა ონაშვილი
    • სინეკდოქე
    • სინეკდოქე
    • (ბერძნ. synekdoche _ თანაფარდობა, შეფარდება), ტროპის ერთ-ერთი სახე; სინეკდოქეში რაოდენობითი დამოკიდებულების საფუძველზე ერთი ცნება შეცვლილია მეორეთი. საერთო ნიშანია რაოდენობრივი საზღვრის გაფართოება. სინეკდოქეს შინაარსს ქმნის:
    • თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
    • სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაჰკრა თვითო ქიშტი (დ. გურამიშვილი).
    • ა) ნაწილის ხმარება მთელის ნაცვლად. :
    • ბ) მთელის ხმარება ნაწილის ნაცვლად:
    • ნეტავი იმას, ვისაც კი მადლიერი ჰყავს ქვეყანა (ვაჟა-ფშაველა).
    • გ) მრავლობითი რიცხვის ხმარება მხოლობითის ნაცვლად და პირუკუ
    • მაგალითად, რუსთაველები, შექსპირები, ბაირონები, პუშკინები და სხვ.
    • დ) ზოგადი ცნების ხმარება კონკრეტულის ნაცვლად.
    • ორატორულ მეტყველებაში სინეკდოქე გამოყენებულია დაცინვის მიზნით
    • (მხოლობითი სახელისა და გვარის მრავლობითში გამოყენებით).
  14. 3/29/2015

    Slide 14 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • შედარება -
    • შედარება
    • შედარება ტროპის ერთ-ერთი სახეა, სადაც საგნები და მოვლენები
    • შეფარდებულია, შეპირისპირებულია ერთმანეთთან გარეგნულად მსგავს
    • ან შინაგან დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა გადატანის საფუძველზე.
    • შედარება, გამოსახვის სტილისტური ხერხი, მხატვრული დახასიათების ერთ-ერთი ფორმა.
    • შედარების უბადლო ოსტატია შ. რუსთაველი.
    • „ვეფხისტყაოსანში“ შესადარებელ საგნებად ძირითადად გამოყენებულია:
    • მზე, თვარე, სარო, ლალი, ვარდი, მარგალიტი, დილა, ლომი, ვეფხვი და სხვ.
    • შედარებას აქვს როგორც შემეცნებითი, ისე ესთეტიკური ღირებულება.
  15. 3/29/2015

    Slide 15 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ეპიტეთი -
    • ეპიტეთი
    • იისფერი თოვლი
    • (ბერძნ. epithetos _ ზედდართული, დამატებული), მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება, დახასიათება; საგნისა და მოვლენის თვისების ემოციური წარმოსახვა უპირატესად ზედსართავი სახელით.
    • ანკარა წყალი, ჩხრიალა ხევი, მშვენიერი დილა
    • მუდმივი ეპიტეთი
    • მუდმივი ეპითეტი დამახასიათებელია ხალხური პოეზიისთვის
    • მსუნაგი მელა, გაუმაძღარი მგელი, ტრიალა მინდორი,
    • წუნია პატარძალი, ავი დედინაცვალი, ძუნწი ვაჭარი და სხვ.
    • მაგრამ ეპითეტის მხატვრული ძალა მოულოდნელობაში მდგომარეობს.
    • ფირუზი ცა, ობოლი მარგალიტი, კოკობი ვარდი, ნაზი ია
  16. 3/29/2015

    Slide 16 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • სტილისტური ფიგურები
  17. 3/29/2015

    Slide 17 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ანაფორა -
    • ანაფორა
    • (ბერძნ. anaphora გადატანა) _ ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების, სიტყვების, ფრაზების, რითმების, სინტაქსურ-რიტმული წყობის კანონზომიერი განმეორება სტრიქონის დასაწყისში.
    • ანაფორულობა უპირატესად ლექსითი მეტყველებისთვისაა დამახასიათებელი,
    • თუმცა ანაფორული შეიძლება იყოს პროზაული მეტყველებაც,
    • როცა სტრიქონები ერთგვარი სიტყვებითა და ფრაზებით იწყება. შეიძლება იყოს :
    • ფონეტიკური ანაფორა
    • სინტაქსური ანაფორა.
    • ლექსიკური ანაფორა;
  18. 3/29/2015

    Slide 18 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ალეგორია -
    • (ბერძნ. allegoria _ გადაკრულად თქმა), გადაკრულად ნათქვამი სიტყვა ან სიტყვათა რიგი, რომელშიც განყენებული აზრის, ცნებისა თუ მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა გადმოცემული. ალეგორიაში ნათქვამია ერთი, ნაგულისხმევია _ მეორე. ალეგორია მხატვრული გამოსახვის ხერხია, ტროპის სახეა. მეტაფორისაგან განსხვავებით ალეგორიაში სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობითაც არის ნახმარი, მასში ძნელად მოსაძებნია ნამდვილი ობიექტი. ალეგორიულია: ანდაზა, გამოცანა, იგავ-არაკი, ზოგჯერ სხვა სახის ნაწარმოებებშიც.
    • ალეგორიის მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.
    • მაგალითად: ნ. ბარათაშვილის „სუმბული და მწირი“,
    • ა. წერეთლის „სულიკო“,
    • ვაჟა-ფშაველას „არწივი“.
    • ალეგორია
  19. 3/29/2015

    Slide 19 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ელიფსისი -
    • (ბერძნ. leipo ვტოვებ, elleipsis ამოვარდნა, გამოტოვება) _ პოეტური ფიგურა. სტილისტური ხერხი.
    • ელიფსისი უყვარს ხალხურ მეტყველებას, ფოლკლორს, მხატვრულ ლიტერატურას (პროზასაც და პოეზიასაც), ელიფსისი ხშირია ანდაზებშიც: ციხეს _ კარი, კარსა _ კაცი“, გამოცანებში: „შიგნით ათასი, გარეთ _ ატლასი“. მაგრამ სამეცნიერო ენასა და სასაუბრო მეტყველებას ელიფსისი სძულთ.
    • ელიფსისურ წინადადებაში ამოღებული ან გამოტოვებულია ადვილად მისახვედრი სიტყვა.
    • მისი ამოღება ხელს არ უშლის აზრის ზუსტად გადმოცემას,
    • გამოტოვებულის მაგივრობას ასრულებს ტირე.
    • ელიფსისის ოსტატური გამოყენებით მეტყველება ხდება ლაკონიური,
    • წინადადება _ მოხდენილი, გამოთქმა _ მოსწრებული, სიტყვა-პასუხი _ სხარტი, აზრი _ მახვილი.
    • ელიფსისი
  20. 3/29/2015

    Slide 20 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • სიმბოლო -
    • (ბერძნ. symbolon _ ნიშანი, მაუწყებელი), ტროპის ერთ-ერთი სახე; პირობითი ნიშანი, ნამდვილისა და შესაძლებელის მისანიშნებლად ნახმარი სიტყვა.
    • სიმბოლური შეიძლება იყოს სიტყვა, სიტყვათა რიგი, რამდენიმე წინადადება, მხატვრული სახე, გმირი, მთელი ნაწარმოები (მაგალითად, ვაჟას „გველისმჭამელში“ გველი სიბრძნის სიმბოლოა. XIX საუკუნის საქართველოს მდგომარეობის სიმბოლური სახეებია: ა. წერეთლის „მიჯაჭვური ამირანი“, „ცხრაკლიტულში მყოფი ნესტან-დარეჯანი“, „ავადმყოფი“, ი. ჭავჭავაძის „აჩრდილი“ და სხვ.
    • სიმბოლო და ალეგორია გამოსახვის მონათესავე ფორმებია, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ სიმბოლო განასახიერებს განყენებულ, ზოგად იდეას, ალეგორიაში კი ერთი კონკრეტული საგნის თვისება გადატანილია მეორე კონკრეტულ საგანზე.
    • სიმბოლო
  21. 3/29/2015

    Slide 21 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი.
    • ლექსიკური გამეორება -
    • ლექსიკური გამეორება
    • ტექსტში ერთი და იმავე სიტყვის შეგნებულად გამეორება
  22. 3/29/2015

    Slide 22 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ოქსიუმორონი -
    • ოქსიუმორონი
    • ურთიერთსაპირისპირო სიტყვების შერჩევა-შეხამება.
    • მას შესაძლოა პარადოქსული ეფექტიც ჰქონდეს.
    • ურთიერთსაპირისპირო სიტყვების შერჩევა სხვადასხვა კონტექსტში იჩენს თავს..
    • ტექსტში კონტრასტი ყოველთვის სიტყვათა კომბინაციებით არაა წარმოდგენილი. ის შეიძლება საპირისპირო აზრის მქონე პარალელური წინადადებებითაც იყოს გამოხატული. ასეთ შემთხვევას ეწოდება ანტითეზა.
  23. 3/29/2015

    Slide 23 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • ემფაზისი -
    • ემფაზისი
    • (ბერძნ. Emphasis _ მითითება, გამოსახვა, ხაზგასმა), მხატვრული მეტყველების ინტონაციური გამოკვეთა სტილისტური ფიგურების (ელიფსისი, ეპიფორა, ანაფორა, იმპლიკაცია, ანტიფრაზისი, ანტითეზისი, პარცელაცია, გრადაცია, ტავტოლოგია, ყველა სახის გამეორება, ინვერსია, პოეტური პაუზა, რიტორიკული მიმართვა, შეკითხვა და შეძახება და სხვ.) საშუალებით.
  24. 3/29/2015

    Slide 24 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • რიტორიკული ფიგურები
    • რიტორიკული ფიგურები პოეტური სინტაქსის სპეციფიკური და ძალზედ გავრცელებული სახეობაა. რიტორიკული ფიგურები არ მოითხოვს პირდაპირ პასუხებს, მაგრამ ტექსტის კომპოზიციის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენს.
    • რიტორიკული ფიგურებია:
    • რიტორიკული მიმართვა – სინტაქსური ფიგურა, რომელშიც ყურადღება მიმართვის ობიექტზეა გადატანილი და არა შინაარსზე.
    • რიტორიკული ბრძანება – სინტაქსური ფიგურა, მსგავსად მიმართვისა,
    • ატარებს სასურველის მნიშვნელობას, თუმცა ხაზგასმული ბრძანებითი კილოს მეშვეობით გამოხატავს მთხრობელის ნებას, მიმართულს – ობიექტისკენ.
    • რიტორიკული შეძახილი – სინტაქსური ფიგურა, გულისხმობს, ერთის მხრივ,
    • ამბის ან მოვლენის მკაფიოდ ხაზგასმას, მეორეს მხრივ კი გამოხატავს ნათქვამისადმი მთქმელის დამოკიდებულებას.
    • რიტორიკული უარყოფა – სინტაქსური ფიგურა, რომელიც ხშირად წარმოდგენილია უარყოფითი ნაწილაკებით: -არ, – ვერ. – აღარ და ა.შ.
    • რიტორიკული შეკითხვა – მნიშვნელოვანი ფიგურაა, იგი არ დაისმის იმ მიზნით,
    • რომ მიღებულ იქნას პასუხი, თუმცა მას ჰყავს კონკრეტული ადრესატი, – მკითხველი.
  25. 3/29/2015

    Slide 25 - 3/29/2015

    • რუსა გონაშვილი
    • მადლობა ყურადღებისათვის!