ტექსტის საიდუმლოებები

პრაქტიკული გაკვეთილი

Georgian language
1.0x

ტექსტის საიდუმლოებები

Created 3 years ago

Duration 0:00:00
lesson view count 3823
პრაქტიკული გაკვეთილი
Select the file type you wish to download
Slide Content
  1. მოგესალმებით!

    Slide 1 - მოგესალმებით!

    • ვიწყებთ გაკვეთილს
  2. რუსა გონაშვილი

    Slide 2 - რუსა გონაშვილი

    • ტექსტის საიდუმლოებები
    • პრაქტიკული გაკვეთილი
    • მე-9 კლასი
    • პედაგოგი: რუსუდან გონაშვილი
  3. რუსა გონაშვილი

    Slide 3 - რუსა გონაშვილი

    • დავალება: ლექსიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით ამოიცანი ჩაფიქრებული სიტყვა.
    • სავარჯიშო „გამოიცანი სიტყვა".
    • 1. ორი ან მეტი ადამიანის საუბარი
    • 2. აზრობრივად და გრამატიკულად ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე წინადადება
    • 3. მეტყველების სტილი, რომლის საშუალებითაც ხსნიან, უარყოფენ ან ამტკიცებენ რაიმე აზრს, ვარაუდს
    • 4. მეტყველების სტილი, რომლის მიზანიცა მკითხველზე ან მსმენელზე ზემოქმედება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით
    • 5. მეტყველების სტილი, რომლის მიზანიცაა შეტყობინება და საქმიანი ინფორმაციის გადაცემა
    • 6. რამდენიმე მეზობელი წინადადების ერთნაირი დასაწყისი
    • დიალოგი
    • ტექსტი
    • მსჯელობა
    • პუბლიცისტური
    • ოფიციალურ - საქმიანი
    • ანაფორა
  4. რუსა გონაშვილი

    Slide 4 - რუსა გონაშვილი

    • 1) წაიკითხეთ ტექსტი 2) აღნიშნეთ გაუგებარი სიტყვები.
    • XX საუკუნის დასაწყისში ერთ სოციალ-დემოკრატ მწიგნობარს "ჩამჭრელი" კითხვა დაუსვეს: "რა არის საჭირო, რომ ადამიანი ინტელიგენტად ჩაითვალოს?". პასუხი კიდევ უფრო "ჩამჭრელი" და ბუნდოვანი იყო - "ადამიანი, ინტელიგენტად რომ ჩაითვალოს, საჭიროა სამი უმაღლესი განათლება". რას გულისხმობდა იგი? ნუთუ ვისაც სამი უნივერსიტეტი არ ექნებოდა დამთავრებული, ის არ ჩაითვლებოდა ინტელიგენტად. არა, საქმე უფრო მარტივადაა, მისი აზრით ინტელიგენტობისათვის ოჯახის სამი თაობის ნასტუდენტარობა ყოფილა საკმარისი.
    •  …საქართველოშიც იგივე სიტუაციაა, როგორიც ყველგან. დღევანდელი ინტელიგენცია "წყლის მნაყველთა" სექტაა. ხელისუფლებასთან არშიყის გარდა მათ არაფერი აინტერესებთ, რადგან ისინიც ისეთივე ანგარებიანი არიან, როგორც პლუტოკრატები, უბრალოდ, გამდიდრებას და გავლენის მოპოვებას სხვა მეთოდებით ცდილობდნენ…
    • ...მათი "საქმენი საგმირონი" თვითონ მეტყველებენ თუ როგორ ნაგავთან გვაქვს საქმე. გასაკვირია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი, ძველი არისტოკრატების შთამომავალია, იმ დარბაისლების, რომლებიც უფრო გადატყდებოდნენ, ვიდრე უღირსის წინაშე ქედს მოიხრიდნენ.
    • დღევანდელი ინტელიგენცია არ არის ერის გონება, იგი ერის გონების პროთეზია. სამწუხაროდ, ამ სიტყვამ ჩვენ დროში მეტამორფოზა განიცადა, ინტელიგენტი არ ნიშნავს ინტელექტუალს, იგი უბრალოდ "მიხვედრილი" ადამიანია, რომელიც სარეველასავით ყველა ხელისუფლებას ერგება, აქებს, ადიდებს და საპასუხოდ ყველასგან პრივილეგიებს მოელის. მათთვის ყველაფერი - გმირობანა, თავისუფლობანა, სიყვარულობანა, თამაშია. რეალური მხოლოდ ფულია, მას ყველაფერი ეწირება, სული, სამშობლო, სინდისი, ოჯახი.
    • დავით ჩახვაშვილი
    • ჟურნალი "მაკრო მიკრო ეკონომიკა" #7, 2001 წ."
    • დავალება:
  5. რუსა გონაშვილი

    Slide 5 - რუსა გონაშვილი

    • რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი: ტყუილი, მოჩვენებითი (ქართული „ცრუს“ შესაბამისი)
    • .
    • ფსევდოტექსტი
    • ფსევდო ( ბერძ. – მოჩვენებითი )
    • -
    • მაგ: ფსევდონიმი
    • 4. რას ეწოდება ტექსტი?
    • 1. რაზეა ტექსტი? შესაძლებელია თუ არა ავტორის აზრის გაგება?
    • 2.რა ართულებს მის გაგებას?
    • 3. შესაძლებელია თუ არა, წაკითხული წინადადებები ჩაითვალოს ტექსტად?
    • ტექსტის ნიშნები:
    • თემა, იდეა,
    • სათაური , კავშირი,
    • კომპოზიციური მთლიანობა
    • სტილური ერთიანობა
  6. რუსა გონაშვილი

    Slide 6 - რუსა გონაშვილი

    • აზრობრივად:
    • გრამატიკულად
    • 1. გარკვეული თემა
    • ამავე თემის ლექსიკა,
    • სინონიმები,
    • სიტყვების გამეორება
    • მსგავსფუძუანი სიტყვები,
    • სათაური
    • 2.ძირითადი აზრი
    • (თემასთან დაკავშირებული
    • საკითხები)
    • 1. წინადადებათა თანმიმდევრობა,
    • წინადადებაში სიტყვათა რიგი;
    • 2.ინტონაცია;
    • 3. სამი ნაწილი(დასაწყისი,მოქმედების
    • განვითარება, დასასრული)
    • ტექსტი
    • ტექსტი – ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ან მეტი წინადადება
    • და
    • .
  7. რუსა გონაშვილი

    Slide 7 - რუსა გონაშვილი

    • მეტყველების სტილი(სად? ვისთან? რა მიზნით?)
    • ლიტერატურული სალაპარაკო
    • ურთიერთობა
    • (სასუბრო სიტყვები, არასრული წინადადება,დიალოგი )
    • სამეცნიერო-
    • შეტყობინება
    • (ტერმინები)
    • მხატვრული –
    • ზემოქმედება
    • (გამომსახველობითი სიტყვა)
    • ოფიციალურ-საქმიანი
    • (შეტყობინება)
    • (განსაკუთრებული სიტყვები და გამოთქმები
    • პუბლიცისტური
    • ინფორმაციის შეტყობინება, ზემოქმედება
    • (პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ლექსიკა, შერწყმული
    • სადღესასწაულო ლექსიკასთან და სასაუბრო საშუალებებთან)
  8. რუსა გონაშვილი

    Slide 8 - რუსა გონაშვილი

    • .
    • 1. ტექსტისა და ფსევდოტექსტის გარჩევის უნარი;
    • 2. ტექსტის თემის, იდეის, მეტყველების სტილისა და ტიპის გამოყოფა;
    • 3. მივუთითოთ ის ენობრივი საშუალებები, რომლებსაც ავტორი იყენებს თავისი ჩანაფიქრის რეალიზებისათვის.
    • გაკვეთილის მიზანი:
  9. რუსა გონაშვილი

    Slide 9 - რუსა გონაშვილი

    • “- რა საქეიფო ამინდია!..
    • რას იტყვი?..
    • - აპა!..
    • - დალევდი ახლა?..
    • ხო დალევდი?..
    • -იმე!.. -
    • - შენ რავა ფიქრობ, -
    • ხვალ დილამდე გადიღებს, ალბათ?
    • - რა ვიცი,
    • ვნახოთ...
    • ვერ მოგცემ იმედს.
    • (მ მაჭავარიანი.)
    • .
    • მიზანი - ესთეტიკური, ემოციური ზემოქმედება
    • მკითხველსა და მსმენელზე მხატვრული გამოსახვის საშუალებით
    • .
    • სტილი – მხატვრული
    • ლექსი დაწერილია დიალოგის ფორმით
    • წაიკითხეთ ტექსტი
    • არ ჩანს მკვეთრი გამომხატველობითი ძალა,
    • საყოველთაო სიტყვები,
    • სალაპარაკო სტილის ნიშნები:კითხვა-პასუხი, სიტყვების გამეორება, დიალექტი
  10. 3. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.                                                                                              ( საქართველოს კონსტიტუცია)

    Slide 10 - 3. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. ( საქართველოს კონსტიტუცია)

    • რუსა გონაშვილი
    • წაიკითხეთ ტექსტი:
    • 1. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით..
    • 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
  11. რუსა გონაშვილი

    Slide 11 - რუსა გონაშვილი

    • სტილი - ოფიციალურ -საქმიანი
    • მიზანი – შეტყობინება, საქმიანი ინფორმაციის გადაცემა
    • სტილური მახასიათებლები
    • 1. სიზუსტე, რომელიც არ იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას;
    • 2. სავალდებულო-შესასრულებელი ხასიათი ( „დაუშვებელია“), არაპირადული ხასიათი (არ გამოიყენება 1-ლი, მე- 2 პირის ნაცვალსახელები და 1-ლი,მე-2 პირის ზმნები;
    • 3. გამოიყენება მე-3 პირის ნაცვალსახელები. ზმნები უფრო ხშირად არასრული ფორმით „თანასწორნი არიან“ );
    • 4. ტექსტის სტერეოტიპული წყობა;
    • 5. სტანდარტულობა; უემოციურობა, არ გამოიყენება ენის გამომსახველობითი საშუალებები.
  12. რუსა გონაშვილი

    Slide 12 - რუსა გონაშვილი

    • დევნა –სისხლის სამართალში ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
    • რა არის უმნიშვნელოვანესი ამ ტექსტში?
    • სიტყვის მნიშვნელობა:
    • 1.რეფერენდუმი – საყოველთაო-სახალხო კენჭისყრა (გამოკითხვა) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი თვალსაზრისით რომელიმე დიდმნიშვნელოვან საკითხზე.
    • 2.დემოკრატია - მმართველობის ერთ-ერთი შესაძლო ფორმა. ხალხის მმართველობის სინონიმია და, როგორც ასეთი, განსხვავდება ერთი (მონარქია, ავტოკრატია), ან რამდენიმე პირის (არისტოკრატია, ოლიგარქია) მმართველობისაგან.
    • უფლება – 1) უფლება არის რაიმე მოქმედების, რაიმეს კეთების, განხორციელების შესაძლებლობა.
    • 2) არსებობს ორი სახის უფლებები. ბუნებითი და შეძენილი.
  13. რუსა გონაშვილი

    Slide 13 - რუსა გონაშვილი

    • ოფიციალურ -საქმიანი სტილი
    • გამოყენების ადგილი – უფლებრივი , საქმიანი , საწარმოო ურთიერთობა
    • გამოყენების მიზანი – შეტყობინება , ინფორმირებულობა.
    • ძირითადი ნიშნები:
    • 1. სიზუსტე, რომელიც არ იძლევა ორმაგი
    • ინტერპრეტაციის საშუალებას;
    • 2. არაპირადული ხასიათი;
    • 3. სტანდარტული, სტერეოტიპული ტექსტის წყობა.
    • ენობრივი თავისებურება.
    • 1.ლექსიკა – სტანდარტული მეტყველება.
    • სპეციალური ტერმინოლოგია;
    • 2.სინტაქსი – გართულებული მარტივი წინადადებები;
    • 3.მეტყველების ტიპი – თითქმის არ არსებობს თხრობა და აღწერა;
    • 4.ყველა დოკუმენტი მოკლებულია ემოციურობას, არ გამოიყენება ენის გამომსახველობითი საშუალებები.
  14. რუსა გონაშვილი

    Slide 14 - რუსა გონაშვილი

    • ოფიციალურ-საქმიანი სტილი
    • ენობრივი საშუალებები
    • გამოყენებულია ოფიციალურ-საქმიანი სტილის ლექსიკა (დევნა, უფლება,რეფერენდუმი),
    • მოქალაქე, ადამიანი (შევადაროთ: მცხოვრები, კაცი), ყველა (განსაზღვრებითი ნაცვალსახელი),
    • მტკიცებითი ფორმა( საქართველოს კონსტიტუციის თანახმად),
    • გამოყენებულია წინადადებები ერთგვარი წევრებით.
    • მეტყველების ტიპი:
    • არ არის აღწერა და თხრობა (თუმცა ზოგიერთი სახის ოფიციალურ-საქმიან სტილში გამოიყენება ისინი). მაგალითად, პროტოკოლში, ანგარიშში, ხელშეკრულებაში
  15. რუსა გონაშვილი

    Slide 15 - რუსა გონაშვილი

    • ადამიანი ინტელიგენტი უნდა იყოს! მაგრამ თუ მისი პროფესია არ ითხოვს ინტელიგენტობას? ან მან ვერ მიიღო განათლება? ან ინტელიგენტობამ ის „ თეთრ ყვავად“ რომ აქციოს და ხელი შეუშალოს სხვა ადამიანებთან მის დაახლოებას?
    • არა, არა, არა! ინტელიგენტობა საჭიროა ყველა სიტუაციაში. ინტელიგენტობა უდრის ზნეობრივ ჯანმრთელობას, ჯანმრთელობა კი საჭიროა, რომ დიდხანს იცოცხლო – არა მარტო ფიზიკურად, გონებრივადაც. ერთ ძველ წიგნში ნათქვამია: “პატივი ეცი მამასა შენსას და დედასა შენსას და იცხოვრებ ხანგრძლივად ამ ქვეყნაზე”.
    • ინტელიგენტობა ვლინდება არა მხოლოდ ცოდნაში, არამედ უნარში, შეძლო სხვისი გაგება. ის ვლინდება ყველა წვრილმანში: თავაზიან მოქცევაში, სუფრასთან მოკრძალებულ ჯდომაში, შეუმჩნევლად (ზუსტად შეუმჩნევლად) სიკეთის კეთებაში, ბუნების დაცვაში, სისუფთავის დაცვაში.
    • ინტელიგენტობა – ეს არის ადამიანებისა და სამყაროს გაგების, აღქმის, მოთმინებით მოკიდების უნარი. ინტელიგენტობას სჭირდება განვითარება, ვარჯიში .
    • ადამიანის სოციალური ვალია – იყოს ინტელიგენტი.
    • ( აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი).
    • წაიკითხეთ ტექსტი
  16. რუსა გონაშვილი

    Slide 16 - რუსა გონაშვილი

    • .
    • ლექსიკონი:
    • ა) ინტელიგენტურობა
    • ბ) ინტელიგენტი – განათლებული, კულტურული.
    • გ) ინტელიგენცია – ადამიანთა საზოგადოებრივი ფენა, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც გონებრივი, უმთავრესად რთული, შემოქმედებითი შრომა შეადგენს
    • 1).ინტელიგენტობის ასეთ გაგებას გულისხმობს თუ არა წერილის ავტორი?
    • 2) რატომაა ადამიანის ინტელიგენტურობა მისი დიდხანს სიცოცხლის საფუძველი?
    • 3) რატომაა ინტელიგენტობა ადამიანის ვალი საკუთარი თვის წინაშე?
    • 4) რატომაა ინტელიგენტობა ადამიანის ვალი საკუთარი საზოგადოების წინაშე?
  17. რუსა გონაშვილი

    Slide 17 - რუსა გონაშვილი

    • ვალი – მოვალეობა
    • ზნეობრივი ჯანმრთელობა.
    • მორალური – სოციალური ინსტიტუტი, ნორმების, სანქციების, შეფასებების, დანაწესების, ქცევის ნიმუშთა სისტემა, რომელიც ასრულებს სოციალური კონტროლისა და სოციალური ურთიერთობების რეგულირების ფუნქციებს ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში, მთლიანად საზოგადოებაში
    • ზნეობრივი– იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებასა და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში; ზნეობა.
    • ენობრივი თავისებურებანი: ფრაზეოლოგიზმი“თეთრი ყვავი”; ციტატა; ლექსიკური გამეორება; ბრძანებითი, კითხვითი წინადადება;
    • ბრძანებითი კილოს ზმნები(უნდა იყოს ინტელიგენტი, საჭიროა განვითარება, ვარჯიში); შედგენილი შემასმენლები.
    • ლექსიკონი:
  18. პუბლიცისტური სტილი

    Slide 18 - პუბლიცისტური სტილი

    • გამოყენების ადგილი –სატელევიზიო, საგაზეთო , ჟურნალის სტატიები.
    • მიზანი –მსმენელებისა და მკითხველებისათვის ინფორმაციის გადაცემა მათზე ზემოქმედების მიზნით.
    • ჟანრი: ინფორმაცია, კრიტიკული შენიშვნა, რეპორტაჟი, ინტერვიუ, სტატია,
    • რეცენზია, ჩანახატი, ესე , ფელეტონი .
    • ორატორის სიტყვა, მოსამართლის სიტყვა. ანგარიში.
    • რუსა გონაშვილი
  19. პუბლიცისტური  მეტყველების სტილის თავისებურება

    Slide 19 - პუბლიცისტური მეტყველების სტილის თავისებურება

    • 1.ლოგიკურობა.
    • 2.გამომხატველობა.
    • 3.ემოციურობა.
    • 4.შეფასება.
    • 5.მოწოდება.
    • 6.საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლექსიკა
    • აუცილებელი ნიშანი – საყოველთაობა:
    • ის გათვლილია ფართო აუდიტორიაზე და აუცილებლად ყველასთვის გასაგები უნდა იყოს
    • მკითხველის წარმოდგენასა და გრძნობაზე ზემოქმედების მიზნით გამოიყენება : ეპითეტი,
    • შედარება , მეტაფორა, სასაუბრო სიყტვები, ფრაზეოლოგიზმები
    • რუსა გონაშვილი
  20. რუსა გონაშვილი

    Slide 20 - რუსა გონაშვილი

    • 1.ლოგიკური (მეტყველების ტიპი– მსჯელობა);
    • 2.ემოციურობა, შეფასება, მოწოდება;
    • 3.საყოველთაობა (გათვლილია მკითხველთა ფართო აუდიტორიაზე);
    • 4.პოლემიკური ხასიათი( პოლემიკა – კამათი მსჯელობისას ლიტერატურული, სამეცნიერო, კულტურული კითხვების საშუალებით);
    • 5.ექსპრესიულობა (ექსპრესია – გრძნობების გამოხატვა, თანაგანცდა, გამომსახველობა).
    • ჩვენს წინაშეა ნაწყვეტი სტატიიდან “წერილი მთავარზე“
    • ენობრივი მახასიათებლები:
    • სტილური მახასიათებლები:
    • გამოყენებულია მორალისა და ზნეობრიობის ამხსნელი ლექსიკა
  21. რუსა გონაშვილი

    Slide 21 - რუსა გონაშვილი

    • საშინაო დავალება:
    • ესე
    • «ადვილია თუ არა ინტელიგენტობა ჩვენს დროში?»
  22. Slide 22

    • დიდი მადლობა
    • ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია
    • პრაქტიკული გაკვეთილამდე ასახსნელი თეორიული მასალა და გაკვეთილის მსვლელობა შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
    • ზეპირი და წერითი მეტყველება
    • სიტყვა თესლია, საქმე - ნაყოფი