სულხან-საბა ორბელიანი1

Georgian language
1.0x

სულხან-საბა ორბელიანი1

Created 3 years ago

Duration 0:00:00
lesson view count 254
Select the file type you wish to download
Slide Content
  1. სულხან-საბა ორბელიანი: „ ცრუ და უმეცარი“

    Slide 1 - სულხან-საბა ორბელიანი: „ ცრუ და უმეცარი“

    • ავტორი: რუსუდან გონაშვილი
  2. იყვნენ ორნი ძმანი. ერთი მეფეს ახლდა და ერთი შინ იჭირვოდა. მეფეს რომელი ახლდა, ცრუ იყო და მრავალს აძლევდა. შინ რომელი იყო, უცოდინარი იყო და ძმას ეტყოდის

    Slide 2 - იყვნენ ორნი ძმანი. ერთი მეფეს ახლდა და ერთი შინ იჭირვოდა. მეფეს რომელი ახლდა, ცრუ იყო და მრავალს აძლევდა. შინ რომელი იყო, უცოდინარი იყო და ძმას ეტყოდის

  3.  - მე შენის ტყუვილის თქმით დარჩომას არა ვჯერვარ; თუცა შენ გაძლევს მეფე, განა მე ტყუვილს ვერ მოვიგონებ - მეფესთან ვთქვა და მეც მომცეს წყალობა? 

    Slide 3 -  - მე შენის ტყუვილის თქმით დარჩომას არა ვჯერვარ; თუცა შენ გაძლევს მეფე, განა მე ტყუვილს ვერ მოვიგონებ - მეფესთან ვთქვა და მეც მომცეს წყალობა? 

  4. ცრუ ძმა ეტყოდა: მე რასაც ვიტყვი, იამება და შენ ბევრს გიზიდავ და არას განაღვლებ და არა გყვედრი, შენდა იყავო!  

    Slide 4 - ცრუ ძმა ეტყოდა: მე რასაც ვიტყვი, იამება და შენ ბევრს გიზიდავ და არას განაღვლებ და არა გყვედრი, შენდა იყავო!  

  5. Slide 5

    • მან არ დაისულა, მივიდა მეფესთან და მოახსენა:
  6. - ჰაერთა შიგან ძაღლთა ყეფა მესმის! 

    Slide 6 - - ჰაერთა შიგან ძაღლთა ყეფა მესმის! 

  7. ენება მეფესა მოკვლა მისი: ესეთი ტყუვილი ვით მკადრაო!

    Slide 7 - ენება მეფესა მოკვლა მისი: ესეთი ტყუვილი ვით მკადრაო!

  8. მოვიდა ძმა მისი მტყუვარი და მოახსენა:

    Slide 8 - მოვიდა ძმა მისი მტყუვარი და მოახსენა:

  9. - ეგე, ძმა ჩემი, მწყემსია და ბრიყვი, თვარა ტყუვილი არ იქმნება, ამად რომე არწივი ძაღლის ლეკვს აიტაცებდა ჰაერთა სიმაღლეთა შინა და მისი წკავწკავი შემოესმოდა. სიბრიყვითა მას ვერ გაუსინჯავს და ძაღლის ყეფად მოგახსენა.

    Slide 9 - - ეგე, ძმა ჩემი, მწყემსია და ბრიყვი, თვარა ტყუვილი არ იქმნება, ამად რომე არწივი ძაღლის ლეკვს აიტაცებდა ჰაერთა სიმაღლეთა შინა და მისი წკავწკავი შემოესმოდა. სიბრიყვითა მას ვერ გაუსინჯავს და ძაღლის ყეფად მოგახსენა.

  10. იამა მეფესა, აღარ მოკლა და კაბა ჩააცვა.

    Slide 10 - იამა მეფესა, აღარ მოკლა და კაბა ჩააცვა.

  11. მოვიდა, ძმამ უთხრა: სიკვდილს მოგარჩინე, აწ შინ წადი, სამეფო სიტყვა არ იციო!

    Slide 11 - მოვიდა, ძმამ უთხრა: სიკვდილს მოგარჩინე, აწ შინ წადი, სამეფო სიტყვა არ იციო!

    • მან რა კაბა ჩაიცვა, უდიდესი ტყუვილი მოინდომა. მოვიდა მეფესთან და მოახსენა:
  12. - ერთს ირემს ისარი შევსტყორცე, ყური და ფერხი წარვკვეთე, დაეცა, მჟავით გარაოდ შეიწვა და ვჭამე.

    Slide 12 - - ერთს ირემს ისარი შევსტყორცე, ყური და ფერხი წარვკვეთე, დაეცა, მჟავით გარაოდ შეიწვა და ვჭამე.

  13. ბრძანა კიდევ მოკვლა მისი მეფემან, დიდად იწყინა ტყუვილი იგი. შეეწყალა ძმასა, წარსდგა და მოახსენა:

    Slide 13 - ბრძანა კიდევ მოკვლა მისი მეფემან, დიდად იწყინა ტყუვილი იგი. შეეწყალა ძმასა, წარსდგა და მოახსენა:

  14. - ძოღანვე მეფობასა თქვენსა ვკადრე, უცოდნელი და ავმთქმელია-მეთქი. ისარი კარგად იცის. ირემი ყურს თურე იფხანდა, ისარი ესროლა და ორივ წარკვეთა. ირემი დაეცა. ისრის პირი ბასრისა იყო. თურე მუნ ტალი დებულა, ისრის პირი სცემია, ცეცხლი დაუკვესებია, ჩალას მოსდებია, ირემი გაურუჯავს; მუნ მსხმოიარე მოცხრის ხე მდგარა, ის ზედ დასჭყლეტია, იგი უჭამია, მჟავვ გარაო ჰგონებია.

    Slide 14 - - ძოღანვე მეფობასა თქვენსა ვკადრე, უცოდნელი და ავმთქმელია-მეთქი. ისარი კარგად იცის. ირემი ყურს თურე იფხანდა, ისარი ესროლა და ორივ წარკვეთა. ირემი დაეცა. ისრის პირი ბასრისა იყო. თურე მუნ ტალი დებულა, ისრის პირი სცემია, ცეცხლი დაუკვესებია, ჩალას მოსდებია, ირემი გაურუჯავს; მუნ მსხმოიარე მოცხრის ხე მდგარა, ის ზედ დასჭყლეტია, იგი უჭამია, მჟავვ გარაო ჰგონებია.

  15. მოარჩინა ძმა და განუტევა.

    Slide 15 - მოარჩინა ძმა და განუტევა.

  16. არაკად თქმულა: პატრონსა შენსა უყვარდეს გველი, შენგან უბესა ჩასმას ველიო. მეფეთა თანა მყოფთა სამნი საქმენი უნდა სჭირდეთ: პირველად: რომელიც კაცი უყვარდეს, იგი არ შეასმინოს, თვარა სიყვარულით არ შეისმენს და შენ დაზიანდები; მეორედ: ვისიც სიტყვა იამება, შენც უქო, თვარა თუ უძაგო, არ ეძაგება და შენ გასცრუვდე; მესამედ: ამას სცდილობდე, რომელიც მისი გულითადია, იგი გაიერთო, თვარა დღე დაგიმოკლდება. 

    Slide 16 - არაკად თქმულა: პატრონსა შენსა უყვარდეს გველი, შენგან უბესა ჩასმას ველიო. მეფეთა თანა მყოფთა სამნი საქმენი უნდა სჭირდეთ: პირველად: რომელიც კაცი უყვარდეს, იგი არ შეასმინოს, თვარა სიყვარულით არ შეისმენს და შენ დაზიანდები; მეორედ: ვისიც სიტყვა იამება, შენც უქო, თვარა თუ უძაგო, არ ეძაგება და შენ გასცრუვდე; მესამედ: ამას სცდილობდე, რომელიც მისი გულითადია, იგი გაიერთო, თვარა დღე დაგიმოკლდება. 

  17. სულხან-საბა ორბელიანი: “ძუნწი და ოქრო”

    Slide 17 - სულხან-საბა ორბელიანი: “ძუნწი და ოქრო”

    • ავტორი: რუსუდან გონაშვილი
  18. ერთმან კაცმან დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა. დღე ყოველ მივიდის და ადგილი იგი ნახის. შეამცნივა ერთმან სხვა კაცმან და თქვა:

    Slide 18 - ერთმან კაცმან დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა. დღე ყოველ მივიდის და ადგილი იგი ნახის. შეამცნივა ერთმან სხვა კაცმან და თქვა:

  19. ერთმან კაცმან დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა. დღე ყოველ მივიდის და ადგილი იგი ნახის. შეამცნივა ერთმან სხვა კაცმან და თქვა:

    Slide 19 - ერთმან კაცმან დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა. დღე ყოველ მივიდის და ადგილი იგი ნახის. შეამცნივა ერთმან სხვა კაცმან და თქვა:

    • მივიდე, ადგილი იგი მოვთხარო, რომელსა კაცი იგი ხშირად ნახავს, და ვნახო: რა უცანო?
    • მივიდა და ღამე მოთხარა ოქრო იგი, წაიღო, მის წილ ლოდი დამარხა.
  20. მოუნდა კაცსა მას ნახვა ოქროსი. მოთხარა, ნახა: ოქროსა ნაცვლად ლოდი იდვა. დაიწყო ტირილი და ვაება.

    Slide 20 - მოუნდა კაცსა მას ნახვა ოქროსი. მოთხარა, ნახა: ოქროსა ნაცვლად ლოდი იდვა. დაიწყო ტირილი და ვაება.

  21. მივიდა კაცი იგი მომპარავი, ჰკითხა: რას სტირიო?მან უთხრა: ოქრო დავფალ, დახარჯვა არ მენება, იგი მოუპარავთ და მის წილ ლოდი დაუფლავთო.უთხრა მან კაცმან:

    Slide 21 - მივიდა კაცი იგი მომპარავი, ჰკითხა: რას სტირიო?მან უთხრა: ოქრო დავფალ, დახარჯვა არ მენება, იგი მოუპარავთ და მის წილ ლოდი დაუფლავთო.უთხრა მან კაცმან:

    • ვაი შენ! რად სტირ? მაგ მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვაო, თუცა არ დახარჯევდიო!
  22. შეგონება:

    Slide 22 - შეგონება:

    • არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია.