უცხო სიტყვები და გამოთქმები

Georgian language
1.0x

უცხო სიტყვები და გამოთქმები

Created 2 years ago

Duration 0:00:00
lesson view count 1737
Select the file type you wish to download
Slide Content
  1. უცხო სიტყვები და გამოთქმები

    Slide 1 - უცხო სიტყვები და გამოთქმები

  2. მეორე ნაწილი

    Slide 2 - მეორე ნაწილი

    • ავტორი:
    • რუსუდან გონაშვილი
    • http://portpolio1.blogspot.com/
  3. (ლათ. Divide et impera!) - მმართველი წრეების ლოზუნგი ძველ რომში. დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობაში განხეთქილების ჩამოგდების მიზნით რომის ხელისუფალნი ზოგიერთ ქალაქებს სამოქალაქო უფლებებს უტოვებდნენ და ეს ქალაქები რომის სახალხო საარჩევნო კრებებშიც მონაწილეობდნენ, ხოლო მოსახლეობის ნაწილი კი ასეთ უფლებებს მოკლებული იყო. ეს იწვევდა უთანხმოებას მოსახლეობაში, აღრევდა ერთიანობას და აადვილებდა რომის ბატონობას დაპყრობილ ოლქებზე. რომი თავის მოკავშირეებს შორისაც განხეთქილებისა და წასისინების პოლიტიკას ეწეოდა.

    Slide 3 - (ლათ. Divide et impera!) - მმართველი წრეების ლოზუნგი ძველ რომში. დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობაში განხეთქილების ჩამოგდების მიზნით რომის ხელისუფალნი ზოგიერთ ქალაქებს სამოქალაქო უფლებებს უტოვებდნენ და ეს ქალაქები რომის სახალხო საარჩევნო კრებებშიც მონაწილეობდნენ, ხოლო მოსახლეობის ნაწილი კი ასეთ უფლებებს მოკლებული იყო. ეს იწვევდა უთანხმოებას მოსახლეობაში, აღრევდა ერთიანობას და აადვილებდა რომის ბატონობას დაპყრობილ ოლქებზე. რომი თავის მოკავშირეებს შორისაც განხეთქილებისა და წასისინების პოლიტიკას ეწეოდა.

    • გათიშე და იბატონე 
  4. განკითხვის დღე 

    Slide 4 - განკითხვის დღე 

    • ბიბლიური წარმოშობისაა და ხატოვნად ნიშნავს საყოველთაო გასამართლების ჟამს, რომელიც სახარების მიხედვით, უნდა დადგეს ქვეყნის დასასრულს. განკითხვის დღეს ქრისტე ჩამოვა დედამიწაზე, გადაარჩევს ადამიანებს, მადლის მქმნელთ სამოთხეში დაამკვიდრებს, ხოლო ცოდვილებს - ჯოჯოხეთში.
  5. განტევების ვაცი

    Slide 5 - განტევების ვაცი

    •   გადატანითი მნიშვნელობით განტევების ვაცს უწოდებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სხვის ცოდვებს აკისრებენ და სხვების მიერ ჩადენილ დანაშაულისათვის აგებინებენ პასუხს.
    • უძველეს დროში ებრაელებს ასეთი წესი ჰქონდათ: წელიწადში ერთხელ, საამისოდ დადგენილ დღეს, მთელი თემი შეიკრიბებოდა ველზე, მღვდელმსახური ჯერ ილოცებდა, მერე გამოიყვანდა ვაცს, დააკისრებდა მას მთელი წლის განმავლობაში ერის მიერ ჩადენილ ცოდვებს და მიუშვებდა ტყეში მგლების დასაგლეჯად.
  6. დათვური სამსახური

    Slide 6 - დათვური სამსახური

    •   ბრიყვულად განხორციელებული სამსახური, რომელსაც განზრახული სიკეთის ნაცვლად ზიანი და უსიამოვნება მოსდევს.
    • გამოთქმა შემოღებულია ხმარებაში ი. კრილოვის იგავ-არაკის „დათვი და მეუდაბნოეს“ გამოქვეყნების შემდეგ (1808წ.).
  7. დიოგენეს ფარანი 

    Slide 7 - დიოგენეს ფარანი 

    • ხერხი ჭეშმარიტების ძებნისა, ამორალურ საზოგადოებაში კეთილშობილი ადამიანის ძებნისა.
    • დიოგენე იყო ბერძენი ფილოსოფოსი (ცხოვრობდა ძვ.წ. 404-323წწ.). დღისით-მზისით ხელში ანთებული ფარანი ეჭირა და ქუჩაში ისე დადიოდა. როცა ეკითხებოდნენ: - ფარანი დღისით რად გინთიაო, უპასუხებდა: ადამიანს ვეძებო.
  8. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით

    Slide 8 - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით

    • გამოთქმა ეკუთვნის ცნობილ რომაელ მწერალს ოვიდუსს (ცხოვრობდა ძვ.წ. I საუკუნეში).
    • ექსპრომტი 
    • მოუმზადებლად, სახელდახელოდ, მაგრამ კარგად თქმული სიტყვა ან ლექსი.
    • ლათინური სიტყვაა და ნიშნავს მზას, სწრაფს. გამოთქმა პირველად იხმარა ციცერონმა (ძვ.წ. 106-43წწ.) შემდეგ იგი საყოველთაოდ გავრცელდა.
  9. ეძიებდე და ჰპოვებდე!

    Slide 9 - ეძიებდე და ჰპოვებდე!

    •  ნიშნავს: თავი შეიწუხე, გაისარჯე, მოინდომე, ხელი გაანძრიე და მოიპოვებ სასურველს
    • ბიბლიური წარმოშობისაა. მათეს სახარებაში უფალი ხალხს მიმართვას: „ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდის და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქვენ. რამეთუ რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს“ (მათე 7, 7-8).
  10. ევრიკა - ვიპოვე! მივაგენი! იტყვიან, როცა დიდხანს ეძებენ რასმე და იპოვიან, მოულოდნელად რთულ საკითხს გადაჭრიან, რთულ ამოცანას უცბად ამოხსნიან

    Slide 10 - ევრიკა - ვიპოვე! მივაგენი! იტყვიან, როცა დიდხანს ეძებენ რასმე და იპოვიან, მოულოდნელად რთულ საკითხს გადაჭრიან, რთულ ამოცანას უცბად ამოხსნიან

    • ამ თქმას ძვ.წ. მესამე საუკუნის უდიდეს მათემატიკოსს - არქიმედეს - მიაწერენ, რომელიც საბერძნეთში (სირაკუზაში) ცხოვრობდა. რომაელი ინჟინერი ვიტრივიუსი მოგვითხრობს, რომ საბერძნეთის მეფე ჰიერონი დაეჭვებულა სასახლის ოქრომჭედლის პატიოსნებაში, რომელსაც ოქროს სამეფო გვირგვინის დამზადება ჰქონდა დავალებული. მეფეს ეჭვი ჰქონდა, ოსტატმა მეტი ვერცხლი და ნაკლები ოქრო იხმარაო. შენადნობის შედგენილობის გამორკვევა ჰიერონმა არქიმედეს მიანდო. გენიოსმა მათემატიკოსმა ბევრი იწვალა, მაგრამ ვერას გახდა. ერთხელ ის აბაზანაში იწვა. ბანაობის დროსაც დაკისრებული ამოცანის ამოხსნაზე ფიქრობდა. მოულოდნელად მას აზრმა გაუელვა ჰიდროსტატიკის ძირითადი კანონის შესახებ, რომლის თანახმად სითხეში ჩაძირული ყოველი სხეული კარგავს იმდენ სიმძიმეს, რამდენიც არის მის მიერ გამოდევნილი სითხე. ამ აზრმა არქიმედე აღტაცებაში მოიყვანა; ის ამოხტა აბაზანიდან და ტიტველი გაიქცა სახლში თავისი აზრის შესამოწმებლად. გარბოდა და თან გაიძახოდა: ევრიკა! ევრიკა!
  11. ესკულაპი - ასე უწოდებენ ექიმებს ხუმრობით. ესკულაპი, რომაელთა მითოლოგიით, მკურნალობის ღვთაება იყო.

    Slide 11 - ესკულაპი - ასე უწოდებენ ექიმებს ხუმრობით. ესკულაპი, რომაელთა მითოლოგიით, მკურნალობის ღვთაება იყო.

    • ვეტო - ვკრძალავ, უარს ვამბობ. ლათინური სიტყვაა (Veto - ვკრძალავ). რომაელ მმართველებს უფლება ჰქონდათ ამ სიტყვით შეეჩერებინათ ხალხის საწინააღმდეგო ესა თუ ის კანონი
  12. იანუსი - ორპირი და ცბიერი კაცი

    Slide 12 - იანუსი - ორპირი და ცბიერი კაცი

    • იანუსი რომში იყო დროის ღვთაება და ორი პირი-სახე ჰქონდა. მის ქანდაკებას დგამდნენ ქალაქისა და სახლის შესასვლელ-გასასვლელში. ამ სახელისაგან წარმოდგა წელიწადის პირველი თვის სახელწოდება. რადგან იანუსი ორპირიანად გამოისახებოდა, ორპირ, ე.ი. სიტყვის გამტეხ, ფლიდ ადამიანსაც მისი სახელი უწოდეს.
    • იუდა - მოღალატე, გამცემი
    • იუდა იყო ქრისტეს მოწაფეთაგანი. მან გასცა ქრისტე.
    • იუდას ამბორი - მუხანათური საქციელი, რომელიც გარეგნულად მეგობრული ფორმითაა შენიღბული
    • იუდამ იესო ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაყიდა (მათე 26, 48-49). იუდამ უთხრა ქრისტეს: „გიხაროდენ, მოძვარო!“ და ეამბორა მას. ეს იყო ნიშნანი, თუ ვინ უნდა დაეპატიმრებინათ.
  13. ზოილი - უწოდებენ უსინდისო და ბოროტ კრიტიკოსს

    Slide 13 - ზოილი - უწოდებენ უსინდისო და ბოროტ კრიტიკოსს

    • ზოილი ცხოვრობდა საბერძნეთში ძვ.წ. VI საუკუნეში. იგი იყო ბოროტი და ღვარძლიანი, თუმცა გონებამახვილი კრიტიკოსი. დასცინოდა ჰომეროსსა და პლატონს. აქედან წარმოიშვა უსამართლო კრიტიკოსის ეს ზოგადი სახელი. 
    • კართაგენი უნდა დაინგრეს - ამ გამოთქმას ხმარობენ იმ შემთხვევაში, როცა სურთ გამოხატონ რომელიმე საზოგადოებრივი ან სახელმწიფო მწვავე საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა
    • ეს სიტყვები ეკუთვნის რომაელ სენატორს კატონ დიდს. კატონი კართაგენის დაუძინებელი მტერი იყო და ყოველ თავის სიტყვას ამ გამოთქმით ამთავრებდა.
  14. ლინჩის კანონი

    Slide 14 - ლინჩის კანონი

    •   თვითნებური გასამართლება
    • ჩრდილოეთ ამერიკის ერთი შტატის - კაროლინის მცხოვრებლებმა მმართველს ჯონ ლინჩს უფლება მისცეს თავისი შეხედულებისამებრ გაესამართლებინა კანონის დამრღვევი. ლინჩი ცხოვრობდა 1736-1796 წლებში. ჩრდილოეთ კაროლინის მცხოვრებნი ფიქრობდნენ, ამერიკის კანონები საკმაოდ სასტიკი არ არისო. ასე გაჩნდა ლინჩის კანონი, რომელიც არსებითად თვითნებური გასამართლებაა.
  15. მე გრამატიკაზე მაღლა ვდგავარ

    Slide 15 - მე გრამატიკაზე მაღლა ვდგავარ

    •   იტყვიან მეტად ყოყოჩა და უვიც ადამიანზე
    • რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა შეცდომით უცხო სიტყვა იხმარა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ბრძანა: ამიერიდან ეს სიტყვა ლათინურად მიიჩნიეთო. ტიბერიუსს მისმა ერთმა დაახლოებულმა პირმა მარცელისმა უთხრა:
    • - მეფეო, შენ შეგიძლია ადამიანებს უბრძანო, სიტყვა კი მხოლოდ გრამატიკას ემორჩილება!
    • - მე გრამატიკაზე მაღლა ვდგავარ! - მიუგო ბრიყვმა იმპერატორმა.
  16. მათუსალა

    Slide 16 - მათუსალა

    •   იტყვიან ისეთ ადამიანზე, რომელმაც დიდი ხანი იცოცხლა
    • მათუსალა იყო ბიბლიური ადამიანი. მან 969 წელი იცოცხლა. დაბადებაში „შესაქმეს“ წიგნში წერია, რომ მათუსალა ცხონდა ცხრაას სამოცდაცხრა წელი და მოკვდა (თავი 5,28).
  17. მადა ჭამაში მოდის

    Slide 17 - მადა ჭამაში მოდის

    • საფრანგეთის მეფეს კარლოს IX ჰყავდა მასწავლებელი ხუცესი ამიო. ხუცესმა მეფეს ეპისკოპოსობა სთხოვა. მეფემ მისცა. ცოტა ხნის შემდეგ ამიომ მეფეს უკეთესი ადგილი სთხოვა. მეფემ ახლაც შეუსრულა სურვილი, მაგრამ მოაგონა - აკი, წინათ ხუცესის ადგილსაც სჯერდებოდიო?
    • - მადა ჭამაში მოდის, - უპასუხა ამიომ.
    • ასე წარმოიშვა ეს გამოთქმა.
  18. მგელი ცხვრის ტყავში - იგულისხმება პირმოთნე, ორპირი, ცბიერი ადამიანი, რომელიც სათნოების ნიღბის ქვეშ თავის ცუდ განზრახვებს ფარავს.

    Slide 18 - მგელი ცხვრის ტყავში - იგულისხმება პირმოთნე, ორპირი, ცბიერი ადამიანი, რომელიც სათნოების ნიღბის ქვეშ თავის ცუდ განზრახვებს ფარავს.

    • გამოთქმა სახარებისეულია. უფალი იესო ქრისტე ხალხს აფრთხილებს: „ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც მოდიან თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შინაგანად არიან მტაცებელი მგლები“ (მათე 7, 15). 
    • მე მხოლო ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი - გამოთქმა ეკუთვნის ბერძენ ფილოსოფოსს სოკრატეს (ძვ.წ. 469-399წწ.). ამგვარად იგი ცდილობდა აღეძრა ხალხში ცოდნისადმი სიყვარული.
  19. მომავალ შეხვედრამდე

    Slide 19 - მომავალ შეხვედრამდე