კარიკატურებით სწავლება; პირველი მსოფლიო ომი კარიკატურებში

კარიკატურებით სწავლებას ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის ბოლო წლებში გარკვეული ადგილი უკავია და წარმოდგენილი პრეზენტაციაც სწორედ ამ თემას ეხება. გაკვეთილი მომზადდა სასწავლო პროექტის – „ პირველი მსოფლიო ომი „ –ფარგლებში. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სწავლა–სწავლების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება. ისტორიის სწავლებისას კი შემოქმედებითობა ორიგინალურ და თამამ აზროვნებასთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, სწორედ ასეთი საინტერესო, მოსწავლეთათვის სახალისო აქტივობაა კარიკატურებით სწავლება. პოლიტიკური კარიკატურა მეტად ორიგინალური პირველადი წყაროა და თავისთავად ინტრიგის ელემენტებსაც შეიცავს; იგი სხარტად და მახვილგონივრულად გამოხატავს შესაბამისი ეპოქის, ისტორიული მოვლენის არსს. „ მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტორიული მოვლენის მიზეზების ახსნა და მისი შედეგების გაანალიზება; ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) დანახვა; ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების დადგენა, განსხვავებული ახსნა-განმარტებების შედარება და შეფასება. მას უნდა შეეძლოს ისტორიული ეპოქის აღქმა (ისტორიული ეპოქის აღწერისას მოვლენების დანახვა იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანების თვალით; წარსულში მომხდარი მოვლენების შეფასება არა მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან, არამედ იმ ეპოქის ფასეულობებისა და შეხედულებების გათვალისწინებით) – (ესგ). კარიკატურებით სწავლებისას ერთ–ერთი აუცილებელი წინაპირობაა ისტორიული კონტექსტის ცოდნა და სწორედ ამ ცოდნის გააქტიურებისა და შეჯამების მიზნით შეიქმნა ჩემ მიერ წარმოდგენილი რესურსი. შერჩეული კარიკატურები, დასმული კითხვები მოსწავლეებს უღვივებს კრიტიკული აზროვნების უნარს, ახდენს პროვოცირებას და საბოლოო ჯამში მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები თამამად წარმოაჩენენ ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის სახეს, ახდენენ ისტორიული მოვლენების ინტერპრეტაციას და ცდილობენ ახსნან, რამდენად რეალურად ასახავს ესა თუ ის კარიკატურა ისტორიულ მოვლენას, ფაქტს...

HistoryWorld War1Caricature
1.0x

კარიკატურებით სწავლება; პირველი მსოფლიო ომი კარიკატურებში

Created 1 year ago

Duration 0:11:11
lesson view count 689

Select the file type you wish to download