უცხო სიტყვები და გამოთქმები 1

Georgian language
1.0x

უცხო სიტყვები და გამოთქმები 1

Created 3 years ago

Duration 0:00:00
lesson view count 535
Select the file type you wish to download
Slide Content
  1. უცხო სიტყვები და გამოთქმები

    Slide 1 - უცხო სიტყვები და გამოთქმები

    • რუსუდან გონაშვილი| ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
    • მეოთხე ნაწილი
  2. ღვთისა ღმერთსა და კეისრისა კეისარსა

    Slide 2 - ღვთისა ღმერთსა და კეისრისა კეისარსა

    • ერთხელ ფარისევლებმა კაცები მიაგზავნეს იესო ქრისტესთან და ჰკითხეს, დასაშვებია თუ არა კეისრისათვის გადასახადის გადახდაო. თუ ქრისტე უპასუხებდა, დასაშვებიაო, ისინი ხალხს განაწყობდნენ მის წინააღმდეგ, რადგან ებრაელებისათვის საძულველი იყო რომაელთა ბატონობა, ხოლო თუ ქრისტე იტყოდა , არ არის დასაშვებიო, ისინი მას რომაელ მმართველთან უჩივლებდნენ, როგორც მეამბოხესა და ხალხის რომაელთა წინააღმდეგ აღმძვრელს.
    • იცოდა რა ფარისეველთა ორგულების შესახებ, ქრისტემ მოითხოვა დრაჰკანი (ფულის ერთეული) და იკითხა: ვინ ახატია ამ მონეტასო, კეისარიო, მიუგეს ფარისევლებმა. მაშინ ქრისტემ მიუგო: მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსაო. ფარისევლებმა ვეღარაფერი თქვეს და წავიდნენ.
  3. ყველა გზა რომში მიდის

    Slide 3 - ყველა გზა რომში მიდის

    •  თქმულება, რომელიც იმას გულისხმობს, რომ უამრავი საშუალებიდან თითოეულს ცალკე აღებულს ერთი და იმავე მიზნისაკენ მივყავართ.
    • რომის იმპერიის სტატუსი დამოკიდებული იყო რომის არმიაზე, რომელიც ერთ მილიონამდე ჯარისკაცს ითვლიდა. რომაელ ჯარისკაცებს სწრაფი გადაადგილება სჭირდებოდათ, რისთვისაც რომაელებმა საგანგებო გზების სისტემა შექმნეს. რომში მიმავალი გზები გაფართოვდა და მოპირკეთდა, აღიჭურვა სპეციალური სადრენაჟო სისტემით, რაც ჯარს მოძრაობას უადვილებდა წვიმიან ამინდშიც კი. 
    • ამ გზებით ბრძოლებიდან დაბრუნებულ რომაელ ჯარისკაცებს დიდი სიმდიდრე მოჰქონდათ და მრავალი ტყვე მოჰყავდათ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან. გარდა ამისა, გზებზე მოთავსებული იყო ნიშნულები, რომლებზეც მოცემული იყო მანძილი რომამდე. ყოველივე ამის გამო ამბობდნენ, „ყველა გზა რომში მიდისო“. დროთა განმავლობაში გამოთქმამ ზემოთ მოცემული მნიშვნელობა შეიძინა.
  4. ყვითელი პრესა

    Slide 4 - ყვითელი პრესა

    • ამ გამოთქმაში იგულისხმება უპრინციპო, ზნეობრივ საფუძველს მოკლებული ჟურნალ-გაზეთები
    • 1895 წელს ამერიკელმა მხატვარმა რიჩარდ უოტკოლტმა ნიუ-იორკის გაზეთის „უორლდის“ ფურცლებზე გამოაქვეყნა სურათების სერია საოხუნჯო ტექსტების დართვით. სურათებზე ყვითელპერანგა ბიჭუნა იყო დახატული, რომელიც მოუთხრობდა მკითხველს თითოეულ სურათზე დართულ ტექსტის შინაარსს. 
    • უოტკოლტის ამ წამოწყებამ მდარეხარისხოვანი სენსაციების მოყვარული მკითხველების მოწონება დაიმსახურა. მალე მეორე გაზეთმა „ნიუ-იორკ ჟურნალმაც“ გამოაქვეყნა მსგავსი სურათები გასართობი წარწერებით. ამ გაზეთებს შორის ატყდა დავა, თუ ვის ეკუთვნოდა პირველობა „ყვითელი ბიჭუნას“ გამოქვეყნებაში. ამ დავას 1896 წელს სტატიით გამოეხმაურა ჟურნალ „ნიუ-იორკ პრესის“ რედაქტორი ერვინ უორდმენი, რომელმაც მოცილე გაზეთებს ყვითელი პრესა უწოდა.
  5. შარლატანი 

    Slide 5 - შარლატანი 

    • შარლატანი - მატყუარა, გაიძვერა
    • პარიზში ცხოვრობდა ექიმი ლატანი. იგი წამლებით სავსე ეტლით ქუჩა-ქუჩა დადიოდა ხოლმე და წამლებს ყიდდა. ხალხს უყვარდა ექიმი ლატანი და მისი ეტლის დანახვაზე ყვიროდნენ: აი, შარ (ეტლი) ლატანისა...
    • შემდეგ ასეთი ეტლებით სხვებმაც დაიწყეს ქუჩა-ქუჩა სიარული და წამლების გაყიდვა. მათ უნდოდათ, ბევრი წამალი გაესაღებინათ და ამისთვის ლატანის სახელით ესარგებლათ. ამიტომაც თვითონ გაიძახოდნენ: „აი, შარ (ეტლი) ლატანისაო“, რითაც ხალხს ატყუებდნენ. ამის გამო ამ მატყუარებს შარლატანი შეერქვათ. პარიზიდან კი ეს სიტყვები მთელ მსოფლიოს მოედო.
  6. შეიცან თავი შენი! შიოს მარანი

    Slide 6 - შეიცან თავი შენი! შიოს მარანი

    • შეიცან თავი შენი! - ასეთი წარწერა ჰქონდა ძველად აპოლონის ტაძრის შესასვლელს დელფოსში. ამ ფორმულის დედააზრი ედო საფუძვლად სოკრატეს (ძვ.წ. V ს.) ფილოსოფიურ მოძღვრებას 
    • შიოს მარანი - ულევი სიმდიდრისა და დოვლათის სინონიმია
    • მცხეთის რაიონში სოფ. ძეგვის პირდაპირ მდ. მტკვრის გაღმა მთებში შიო მღვიმის მონასტერი მდებარეობს. იგი წმინდა შიომ დააარსა VI საუკუნეში. მონასტერს ჰქონდა მარანი და გულუხვი ბერი ღვინით უმასპინძლდებოდა მლოცველებს. გადმოცემით, ქვევრებში ღვინო ულეველი იყო, რადგან დღის განმავლობაში დანაკლულებული ქვევრები დილით ზენაარის მადლით პირთამდე სავსე ხვდებოდა წმინდა ბერს.
  7. შოვინიზმი - წრეს გადასული ნაციონალიზმი

    Slide 7 - შოვინიზმი - წრეს გადასული ნაციონალიზმი

    • ნაპოლეონის არმიაში იყო ერთი ვეტერანი, გვარად შოვენი. როდესაც საფრანგეთში ნაპოლეონის სიკვდილის ამბავი მოვიდა, შოვენმა არ დაიჯერა და დარწმუნებით ამბობდა: შეუძლებელია მისი სიკვდილიო.
    • ამის შემდეგ თავისი ქვეყნის გადაჭარბებით და ბრმა სიყვარულს შოვინიზმი ეწოდება.
    • შუბლზე ხომ არ აწერია - ძველების აზრით ადამიანს ბედი შუბლზე ეწერა. ეს გამოთქმა მწერლობაში ციცერონმა შემოიღო.
    • ცერბერი - ერთგული, მაგრამ ავი დარაჯი
    • ბერძენთა მითოლოგიით ჯოჯოხეთის კარებს დარაჯობდა საშინელი, სამთავიანი, ავი ძაღლი ცერბერი, რომ ჯოჯოხეთიდან სულები არ გამოპარულიყვნენ.
    • გადატანითი მნიშვნელობით ამჟამად ამ გამოთქმას ერთგული, შეუბრალებელი დარაჯის, რომელიმე საქმის დამცველის მიმართ ხმარობენ.
  8. ცილობის ვაშლი , წითელი ძაფივით გასდევს 

    Slide 8 - ცილობის ვაშლი , წითელი ძაფივით გასდევს 

    • ცილობის ვაშლი -ჩხუბისა და დავის საგანი
    • ბერძნულ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ ერისი ჩხუბისთავი იყო და ქორწილში არ დაპატიჟეს. მაშინ ერისმა აიღო ვაშლი, ზედ წააწერა: „ყველაზე ლამაზს“ და სტუმრებს შორის ჩააგდო. ქალებმა ჩხუბი და დავიდარაბა ატეხეს, არა, მე ვარ ყველაზე ლამაზი და არა- მეო. ქალების ცილობის გამო ქორწილი ჩაიშალა.
    • წითელი ძაფივით გასდევს - რომელიმე ნაწარმოების მთავარი იდეა, აზრი ან ტენდენცია
    • ინგლისის საიალქნო ფლოტში ყველა თოკში გრეხდნენ წითელ ძაფს. ამ ძაფის ამოღება არ შეიძლებოდა, ისე იყო ჩაგრეხილი თოკში. თუ ამოიღებდი, მთელი თოკი დაიშლებოდა. ამრიგად, თოკის პატარა ნაჭრითაც კი ცნობდნენ, რომ იგი ინგლისის ფლოტს ეკუთვნოდა. 
  9. ხელი ხელს ბანს

    Slide 9 - ხელი ხელს ბანს

    • ხელი ხელს ბანს - იტყვიან, როცა ორი კაცი საეჭვო საქმეში ერთმანეთს ეხმარება
    • გამოთქმა ეკუთვნის ცნობილ რომაელ ფილოსოფოსს სენეკას (დაიბადა ძვ.წ. 4 წელს და გარდაიცვალა ახ.წ. 65 წელს).
  10. ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა 

    Slide 10 - ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა 

    • ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა - ნიშნავს უყურადღებოდ და უშედეგოდ დატოვებულ ვინმესადმი მიმართვას, მოწოდებას, მოხმობას, ძახილს
    • ამ გამოთქმას სახარებაში ვხვდებით. როდესაც იოანე ნათლისმცემელს ფარისევლებმა ჰკითხეს, ვინ ხარო შენ, მან მიუგო: „მე – ხმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან“ (იოანე 1, 23).
  11. ჰანიბალის ფიცი 

    Slide 11 - ჰანიბალის ფიცი 

    • ჰანიბალის ფიცი - ფიცი სამუდამო სიძულვილზე, შურისძიებაზე და შეურიგებელ ბრძოლაზე
    • ჰანიბალი სახელოვანი კართაგენელი სარდალი იყო. ცხოვრობდა 247-183 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
    • ჰამილკარმა, ჰანიბალის მამამ, 9 წლის შვილი ტაძარში მიიყვანა, სადაც საღმრთო ცეცხლი ენთო. ხელი ცეცხლზე გააჩერებინა და ფიცი დაადებინა, რომ რომის სამუდამო მტერი იქნებოდა. პატარა ჰანიბალმა ვაჟკაცურად აიტანა ტკივილი და შეფიცა მამას. ჰანიბალმა თავისი ფიცი მართლა შეასრულა. იგი დაუძინებელი მტერი იყო რომისა, მუდამ ებრძოდა მას და კინაღამ დაამხო.
    • აქედან ეწოდა მუდმივი სიძულვილის ფიცს ჰანიბალის ფიცი.
  12. ჰულიგანი/ხულიგანი

    Slide 12 - ჰულიგანი/ხულიგანი

    • ჰულიგანი/ხულიგანი - ქუჩის ავარა, გამოუსწორებელი უწესო, უსაქციელო, უხამსი, უშვერი
    • მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, გვარად ჰულიგანი, რომლის წევრები ცნობილნი იყვნენ, როგორც გამოუსწორებელი უწესონი, უსაქციელონი, უხამსნი, უშვერნი და ეს გვარი ნელ-ნელა ასეთი ზნის ადამიანების საზოგადო სახელად იქცა.
    • ამ გვარის გადაქცევამ საზოგადო სახელად ხელი შეუწყო იმან, რომ ჰულიგანის ოჯახის შესახებ შეითხზა სახუმარო სიმღერა, რომელიც „კომიკურად“ აღწერდა მათ „ვაჟკაცობას“. სიმღერას ხალხურ საესტრადო თეატრში ასრულებდნენ და ამრიგად, მრავალი ადამიანის ცნობიერებაში ჰულიგანი მკვიდრდებოდა, როგორც ქუჩის ავარას აღმნიშვნელი სიტყვა. შემდეგ ინგლისურიდან ეს სიტყვა ამავე მნიშვნელობით გადავიდა სხვა ენებში.
  13. მადლობა ყურადღებისათვის

    Slide 13 - მადლობა ყურადღებისათვის