სიტყვის წარმოშობა

Georgian language
1.0x

სიტყვის წარმოშობა

Created 2 years ago

Duration 0:04:24
lesson view count 396
Select the file type you wish to download
Slide Content
  1. სიტყვის წარმოშიბა

    Slide 1 - სიტყვის წარმოშიბა

    • ავტორი: რუსუდან გონაშვილი
    • ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
  2. ციტატა

    Slide 2 - ციტატა

    • ქართული ენა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც არის ჩვენი ერის ისტორია, წარსული ცხოვრება, სავსე მრავალგვარი მოქმედებითა, თვისებითა, აზროვნებითა, გრძნობებითა, დიდი სიხარულითა, ძლიერი მწუხარებითა....
    • ( იაკობ გოგებაშვილი)
  3. გოლიათი

    Slide 3 - გოლიათი

    • სიტყვა გოლიათი ახლა „ დიდი ტანის, მძლე კაცს“ ნიშნავს. მაგრამ ბიბლიური დავითის საგმირო საქმეები გვიჩვენებს, რომ გოლიათი თავდაპირველად კაცის საკუთარი სახელი ყოფილა: „ ფილისტიმელთა ჯარიდან გამოვიდა ერთი ვეება კაცი, სახელად გოლიათი“ . მან მოწინააღმდეგეებს შესთავაზა: ვინც გინდათ, ის შემებას, ჩვენ შორის დამარცხებული კი თავის ხალხიანად გამარჯვებულს დაემონოსო“.
    • დავითმა შურდულით დაამარცხა გოლიათი, რომლის სახელი ამ ამბის გამო დარჩა „ დიდტანიანობის“ საზოგადო მნიშვნელობით.
  4. შინაბერა

    Slide 4 - შინაბერა

    • შინაბერა „ გაუთხოვარ, შინ დაბერებულ ქალს“ ნიშნავს.
    • ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ქართლური კილოდან მწერლობაში კონსტანტინე გამსახურდიამ შემოიტანა და ის ენამ უცებ გაითავისა.
  5. ცის გახსნა

    Slide 5 - ცის გახსნა

    • გამონათქვამი „ ცის გახსნა“ ვაზის მოვლის ერთ-ერთ წესს გამოხატავს: ვაზს „ ცას გაუხსნიდნენ“, რათა მოსამწიფებელ ნაყოფს „ ცა დაენახა“, მზე და ჰაერი უკეთ მისულიყო მასთან.
    • მაგრამ ამ გამონათქვამს სხვა მნიშვნელობაც ჰქონია:
    • ხალხს სწამდა, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ცა გაიხსნებოდა და წამით წარმოუდგენელი მშვენიერება გადაიშლებოდა, ვინც ამ დროს შეესწრებოდა და ნატვრას მოასწრებდა, აუცილებლად აუხდებოდა; თანაც ამბობდნენ: „ ცის გახსნის ჟამს მხოლოდ სამი სიტყვით უნდა ინატრო, რომ აგისრულდესო“...
    • ჩანს, იგივე ხალხური წარმოდგენა დასდებია საფუძვლად სიტყვას ცისკარი - „ განთიადი“. ალბათ ამიტომაც ამბობდნენ ძველი ქართველები: „ ვითარ ცისკარი განეღებოდაო...“
    • ცის გახსნა უფრო ხშირად გამოიყენება, როგორც ხატოვანი გამონათქვამი და ნიშნავს აღტაცებას, დიდ სიხარულს, ბედნიერების განცდას
  6. ჯაგანი

    Slide 6 - ჯაგანი

    • ჯაგანი მრავალმტევანმსხმოიარე ვაზის რქას ჰქვია. თუ რამდენად გაუმდიდრებია ქართული ენა მევენახეობას, ამაში იმითაც დავრწმუნდებით, ამ დარგის ამსახველ სიტყვებს თუ გავიხსენებთ და გავეცნობით:
    • ვაზის ყლორტი - მორჩი
    • ვაზის რქა- ლერწი
    • ვაზის გასხვლა -გამოუსადეგარი რქის მოჭრა
    • სამამულე რქა - ნაყოფის მომცემი ლერწი
    • ნეკი - სამ - ოთხ კვირტზე გასხვლა
    • შესარვა - სარის ( ჭიგოს) ჩადგმა
    • შეყელვა -ვაზის მიბმა ჭიგოზე
    • გაფურჩქვნა - ზედმეტი ყლორტების შეცლა
    • კუმსი -სრული, შეკრული მტევანი
    • ჩხარი, ქაჩალი - თხელმარცვლიანი მტევანი
    • აკიდო -რქა, რომელსაც ორიმტევანი ასხია
    • ჩხა - რქა, რომელიც მრავალმტევნიანია....
  7. თაყვანისცემა

    Slide 7 - თაყვანისცემა

    • ზოგჯერ მხოლოდ რთული სიტყვაა შემორჩენილი, ხატოვანი გამონათქვამი კი დაკარგულა, რომელიც ამ რთულ სიტყვას დაედო საფუძვლად. უძველესი დროიდანვეა ცნობილი სიტყვა თაყვანისცემა, მაგრამ აღარ შემონახულა მისი წარმომშობი ხატოვანი გამონათქვამი თავის ყანის( თვის) ცემა ( ანუ „ თავის მიწაზე დაკვრა“ )
  8. პირშავი; ყურმოჭრილი

    Slide 8 - პირშავი; ყურმოჭრილი

    • ხატოვან გამონათქვამებსა და რთულ სიტყვებს ხშირად ცხოვრებისეული სინამდვილე უდევს საფუძვლად. მაგალითად, სიტყვა პირშავი იმ ჩვეულებას უკავშირდება, როცა ხალხი სოფლის შემარცხვენელს გამურავდა, ანუ პირს გაუშავებდა.
    • ასევე სიტყვა ყურმოჭრილი ( ყმა) მონებისთვის ყურის მოჭრის ძველ ჩვეულებას უკავშირდება
  9. სიტყვა მჭევრი და მჭევრმეტყველება

    Slide 9 - სიტყვა მჭევრი და მჭევრმეტყველება

    • ლამაზ მოხდენილ ნათქვამს მჭევრ სიტყვას ეძახდნენ, ნატიფად მთქმელს კი- ენამჭევრს. შოთა რუსთაველი, ვინც გვიანდერძა,- გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო, - მთავარი გმირის შესახებ ამბობს: „ ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები“; მისი სატრფო ნესტანიც ამავე თვისებებით ყოფილა შემკული: „ სიტყვამჭევრო და წყლიანო, ლამაზენაო!“...
    • ენამჭევრი სხვაგვარად მჭევრად მოლაპარაკე, ანუ მჭევრმეტყველია, ხოლო „ ენამჭევრობა“ - მჭევრმეტყველება.
    • დღეს მჭევრმეტყველის მნიშვნელობით უფრო ხშირად უცხო სიტყვა ორატორი გამოიყენება.
  10. მომავალ შეხვედრამდე

    Slide 10 - მომავალ შეხვედრამდე

    • ჩემი პორტფოლიო და სხვა მასალები შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: რუსუდან გონაშვილის პორტფოლიო